1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3.47K
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და სამუშაო საკითხების განხილვისთვის. პირად ურთიერთობებში უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ და საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭიროთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

სავარაუდოდ, რთულ ვითარებაში აღმოჩენილ მეგობარს თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება. საღამოს სპორტდარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე განწყობას აგიმაღლებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

ტყუპები

თუ თქვენგან რჩევას ან დახმარებას არ ითხოვენ, ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოთ. ეს მხოლოდ ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. პლანეტების განლაგება ხელსაყრელია რთული საკითხების წარმატებით მოგვარებისთვის. გირჩევთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და ის გააკეთოთ, რასაც აქამდე ვერ ახერხებდით.

კირჩხიბი

დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღოთ და დაასრულოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს პროექტები ფინანსურად მოგებიანი იქნება და მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.

ლომი

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენს ცხოვრებაზე მთელი თვის განმავლობაში გავლენას მოახდენს, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. გირჩევთ, უპირატესობა ფინანსურად მოგებიან და საინტერესო საქმიანობას მიანიჭეთ. სამსახურში დაწინაურების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ვარსკვლავების კეთილგანწყობა საშუალებას გაძლევთ, რომ უფროსს ხელფასის გაზრდის შესახებ დაელაპარაკოთ. გამორიცხული არ არის, სხვა კომპანიაში გაცილებით ხელსაყრელი პირობების შესახებ შიტოთ. ასეა თუ ისე, საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 17 იანვარს სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ, რადგან მალე გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან მორგება მოგიწევთ. საყვარელი ადამიანი ძველი შეცდომის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა მარტივი და ნაყოფიერი იქნება. სურვილის შემთხვევაში ადამიანების დარწმუნებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას ადვილად შეძლებთ. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ და დროს უაზრო საუბრებზე არ დაკარგავთ.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება. სამუშაო განწყობის შექმნა და აზრების მკაფიოდ გამოხატვა გიჭირთ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე შუადღისთვის დაგეგმოთ. ნუ დაჰპირდებით იმას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, თორემ შეიძლება კარგი მეგობარი დაკარგოთ.

თხის რქა

ამ დღეს სამუშაოს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. მალე გაუთვალისწინებელი სირთულეები წარმოიქმნება და ზოგი გეგმის შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, დამატებითი სამუშაო შემოგთავაზონ, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, რადგან კარგ შემოსავალს გპირდებათ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სარისკო საქმის წამოწყებისა და აქტიური მოქმედებებისთვის. თუ ვინმემ საინტერესო პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზათ, დაუფიქრებლად დათანხმდით – ეს კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ახალი ნაცნობობა პერსპექტიული და სასარგებლო იქნება.

თევზები

ეცადეთ, საკუთარი ცხოვრება და დღის განრიგი მოაწესრიგოთ. ბევრი საკითხი უფრო ფრთხილად დაგეგმვას მოითხოვს. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ კოლეგებს დახმარება სთხოვოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, მეტი იარეთ და ივარჯიშეთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, რომ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ.