მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
3.98K
0
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ ცვლილებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, გზების მოყინვა და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.