თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს
1.06K
0
თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო სამუშაოები რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა.
ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, თავდასხმა და გატაცება იყო.
ისრაელის მხარეს დაკავებების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.