1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება”- კვირიკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს
“რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება”- კვირიკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

“რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება”- კვირიკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

263
0

წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებას.

 

კვირიკაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ღარიბაშვილს “ისტორიის დამახინჯება”.

 

“წერილში მოტანილი ,,ქართუდან” წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილსაც შეეხო. მისი თქმით, 2011 წელს კვირიკაშვილმა ზეწოლას ვერ გაუძლო და “ქართუ ფონდი” დატოვა.

“იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ “ქართუც” კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია”.