1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

348
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ვერძებისთვის. თუ საკუთარი ცხოვრების მკვეთრად შეცვლას გეგმავთ, შედეგებისთვის მზად უნდა იყოთ. ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო, მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ.

კურო

საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგიერთი ნაცნობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწევთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება სახლში დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. ამ დღეს ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო და ორიგინალურ გზას იპოვით. მეგობრის რჩევა დაწყებული საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება და შესაძლოა, დიდი წვეულებაც მოაწყოთ. დროა, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.

ლომი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. გირჩევთ, ბავშვები საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ქალწული

გირჩევთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რომ უახლოეს ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მტკივნეულ თემებზე საუბარს მოერიდეთ და, უბრალოდ, ურთიერთობით დატკბით.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ყოველი შემთხვევისთვის, მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ. საქმიანი თანამშრომლობა სასურველი შედეგით დასრულდება. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე და მზეზე დიდი დრო არ გაატაროთ.

მორიელი

შეიძლება მუცლის არეში ტკივილი იგრძნოთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – უბრალოდ, ცხიმიან და ცხარე კერძებს უნდა მოერიდოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება, სამსახურში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას მოგთხოვთ. მოგიწევთ, დაუბრუნდეთ საქმეს, რომელიც უკვე დასრულებული გეგონათ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის.

თხის რქა

შეიძლება ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, საყვარელი ადამიანი სახლში უნდა დატოვოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. შესაძლოა დღეს მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. ეცადეთ, ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

თევზები

შემოქმედებითი თვალსაზრისით აქტიური დღეა. ეცადეთ, სამსახურში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან უნებლიე შეცდომას შეიძლება, ფინანსური ზარალი მოჰყვეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, საკუთარ საქმეებზე და ჯანმრთელობაზე მშვიდად იზრუნოთ.