1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

0

გომის მთის გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსს გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.