1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

341
0

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ყველა მართლმადიდებლური ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული  ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება.

წმ. პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, ამის  გამო ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. მიუხედავად იმისა, რომ წმ. პეტრე და პავლე სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, მათ შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, ეს თუნდაც იმაში გამოიხატა, ისინი ერთდროულად აღესრულენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

სახარების თანახმად, მოციქულები, უფლის ხმობამდე, გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო, უფალმა  პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სახარების მიხედვით დამასკოსაკენ მიმავალი დიდმა სინათლემ დააბრმავა. ნათლობისას, წყალში შთაფლვისას კი მოციქულ პავლეს მხედველობა დაუბრუნდა.