1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია”-თაკო ჩარკვიანი
“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ  არის მელია”-თაკო ჩარკვიანი

“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ არის მელია”-თაკო ჩარკვიანი

190
0

მელიამ წარსულს ვტოვებ წარსულშიო და მოჰკიდა ხელი ყოფილ მთავარ პროკურორს, პოლიციის აკადემიის ყოფილ უფროსს თავად აღსრულების ბიუროს ყოფილმა უფროსმა მელიამ და ასე  წავიდა “მომავალში”,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

“წარსულს ვტოვებ წარსულში და მომავალში მივდივარო  განაცხადა მელიამ. ჰოდა ,მოჰკიდა ხელი ყოფილ მთავარ პროკურორს ( 2009-2012 წლებში,  აი ზუსტად იმ ავადსახსენებელი ციხის კადრების დროს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას) ყოფილ პოლიციის აკადემიის უფროსს დეკანოიძეს, თავად ყოფილმა აღსრულების ბიუროს უფროსმა მელიამ და ასე  წავიდა “მომავალში” 🤓😂…… პრეტენზია არავისთან მაქვსო, მხოლოდ მასთან მაქვს პრეტენზია ვინც 7 წელი  სასჯელი მოიხადა  და სააკაშვილის  წინააღმდეგ ჩვენება არ მისცაო ანუ მერაბიშვილთანო😂….. ჰო კიდევ სააკაშვილთანო ( ჩანაწერში რომ ლანძღავს მელია იმ ჩანაწერს ვგულისხმობ). მოკლედ არავისთან აქვს პრეტენზია  ამ მელიას ,არც გახარიასთან  ( თვალებისდამთხრელთან)არც ბოკერიასთან……. საოცარია  და პარადოქსალური უტიფრობა. 
პ.ს.ასეა ილია ჭავჭავაძის “სტილში”  რომ ვთქვა:
“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია აწმყო თუ არა გწყალობს, აგერ  არის მელია “”- წერს ჩარკვიანი.