1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გვეუბნებიან, რომ ომი დავიწყეთ უკრაინაში. არა, ის დასავლეთმა გააჩაღა – პუტინი
გვეუბნებიან, რომ ომი დავიწყეთ უკრაინაში. არა, ის დასავლეთმა გააჩაღა – პუტინი

გვეუბნებიან, რომ ომი დავიწყეთ უკრაინაში. არა, ის დასავლეთმა გააჩაღა – პუტინი

447
0

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც 24 თებერლვას უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის განკარგულება გასცა, ომის გაჩაღებაში დასავლეთს ადანაშაულებს.

სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, აღნიშნულის თაობაზე, პუტინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

“გვეუბნებიან, რომ ომი დავიწყეთ დონბასში, უკრაინაში. არა. ის გააჩაღა იმავე კოლექტიურმა დასავლეთმა, რომელმაც მოაწყო და მხარი დაუჭირა ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ გადატრიალებას უკრაინაში 2014 წელს. შემდეგომ ამას დაერთო დონბასში ხალხის წინააღმდეგ გენოციდის წახალისება და გამართლება. სწორედ კოლექტიური დასავლეთია პირდაპირი წამქეზებელი და დამნაშავე იმაში, რაც დღეს ხდება”, – თქვა პუტინმა.

ამავდროულად, პუტინმა აღნიშნა, რომ სანქციების ინიციატორებმა რუსეთში თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს.

“რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული უკანონო ზომები გვიქმნის სირთულეებს. ეს აშკარა ფაქტია. მაგრამ არა ისეთს, რასაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის ინიციატორები იმედოვნებდნენ.

ცხადია, ისინი ცდილობდნენ არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრას. მათი მიზანი იყო ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების, დაბნეულობის დათესვა, ხალხის დემორალიზება, მაგრამ აქაც არასწორად გათვალეს”, – დასძინა პუტინმა.