თიბისი VISA-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, CyberSource-ის პირველი პარტნიორი ბანკია საქართველოში
CyberSource არის ბაზარზე წამყვანი საგადახდო საპროცესინგო კომპანია, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი ინტეგრაციის საშუალებით მიიღოს და დაამუშავოს გადახდები მსოფლიოს მასშტაბით.
CyberSource-ით სარგებლობა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია, დაწყებული სტარტაპებიდან დასრულებული დიდი კორპორაციებით.
თიბისის მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომი ბიზნესებს შეუძლიათ გადახდები მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლათფორმაზე Shopify. საგადახდო პლატფორმას მსოფლიოში 450 000 ბიზნეს პარტნიორი ჰყავს. საქართველოში კი თიბისი პირველი ბანკია, რომელიც CyberSource-ის პარტნიორი გახდა.
CyberSource-ის საშუალებით შესაძლებელია ბიზნესებმა შეასრულონ გადახდები მსოფლიოს მასშტაბით და ისარგებლონ მზა ელ-კომერციის სხვადასხვა ვებ-გვერდებით.
ბიზნესებს შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa-ს გადახდების საპროცესინგო კომპანიისგან, პირდაპირი ინტეგრაციით და ასევე, ისარგებლონ სხვადასხვა მზა კომერციული პლატფორმების გამოყენებით.
CyberSource-ის უპირატესობებია:
- ეხმარება ბიზნესებს გადახდების უსაფრთხოდ და ეფექტურად დამუშავებაში;
- ოპერირებს 160 ქვეყანაში, მოიცავს ქვეყნების 97%;
- მზა ელ-კომერციის პლატფორმებით სარგებლობა;
გარდა ამისა, CyberSourc-ის გამოირჩევა გადახდების მარტივი ინტეგრაციის უზრუნველყოფით და განსაკუთრებული დაცვით თაღლითობისა და ფროდების მიმართ. CyberSourc-ის გამოყენებით ბიზნესებმა შეძლეს 20%-ით შეემცირებინათ თაღლითობის რისკები და 15%-ით გაეზარდათ გაყიდვები.
თიბისი CyberSource-ით გადახდა შესაძლებელია როგორც ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათით, ისე ციფრული საფულით Apple Pay ან Google Pay.
(R)