1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჰამასის” თავდასხმას ამერიკის, 25 მოქალაქე ემსხვერპლა – ენტონი ბლინკენი
“ჰამასის” თავდასხმას ამერიკის,  25 მოქალაქე ემსხვერპლა – ენტონი ბლინკენი

“ჰამასის” თავდასხმას ამერიკის, 25 მოქალაქე ემსხვერპლა – ენტონი ბლინკენი

276
0

“ჰამასის” თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ან დაიკარგნენ ადამიანები 36 ქვეყნიდან, ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა – ვერცერთი რეგიონი ვერ გადაურჩა „ჰამასის“ სისხლიან შეხებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც მშვიდობა და სამართლიანობა სურს, „ჰამასის“ ტერორისტული მმართველობა უნდა დაგმოს.

„ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს ან მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ იცავს მომავალს, რომელიც პალესტინელებს სურთ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის. „ჰამასს“ აქვს მხოლოდ ერთი დღის წესრიგი – გაანადგუროს ისრაელი და მოკლას ებრაელები“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება და მათ შორის ამერიკის, სულ მცირე, 25 მოქალაქეა.