1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კობა კობალაძე აფხაზეთის ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებს შეხვდა
კობა კობალაძე აფხაზეთის ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებს შეხვდა

კობა კობალაძე აფხაზეთის ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებს შეხვდა

673
0

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებსა და მეუღლეებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე, რომელიც კობა კობალაძის ინიციატივით შედგა, სტუმრებმა, იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელთაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევის მიუხედავად, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრთა სამარხების მოძიებასა და ნეშტების გადმოსვენების დროს აწყდებიან;

„შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც საცხოვრებელი ფართის დაკანონებასა და ბინით უზრუნველყოფას უკავშირდება. საუბარი შეეხო ყოფით პრობლემებსაც, რომელთა მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანია.

კობა კობალაძემ ყურადღებით მოუსმინა თითოეულ ქალბატონს, გაეცნო საკითხთა ირგვლივ დეტალებს და მათ გადაწყვეტაში, ჩართვა, შესაბამის დეპარტამენტებს დაავალა; მან, სტუმრებს აღუთქვა, რომ წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად, შესაბამის სამსახურებს აცნობებს და კოორდინირებული მუშაობით, კანონმდებლობის ფარგლებში, შეეცდება პრობლემების მოგვარებას.

სამსახურის დირექტორმა, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდება ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებსა და მეუღლეებს და კონკრეტული საკითხების ირგვლივ საქმის ვითარებას გააცნობს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გმირთა მემორიალზე მისულმა კობა კობალაძემ მოისმინა ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დედებისა და ოჯახის წევრთა გულისტკივილი, მათ, შეხვედრას და მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში თანადგომას დაჰპირდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.