1. Home
  2. TOP სიახლე
  3. XXII ბიზნეს რეიტინგი- ბიზნესის რჩეული მედია და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
XXII ბიზნეს რეიტინგი- ბიზნესის რჩეული მედია და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ

XXII ბიზნეს რეიტინგი- ბიზნესის რჩეული მედია და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ

284
0

მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსის“  ბიზნეს – რეიტინგის XXII  გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა.

გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.

ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე გახდა.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებაზე  ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემების წამყვანებმა საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელეს.

გადაცემა “კაპიტალის” ჯილდო, კომპანია “ავტობანს” – ბაკურ ხუნდაძეს გადაეცა, ხოლო გადაცემა  “ტელეგრამის”  რჩეული კომპანია,  “კასს ლენდი” გახდა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ჟურნალისტების რჩეული “მისტერ შარმი” და მედიის რჩეული ბიზნესი “არემჯი” – ალექსანდრე დევიძე გახდაბიზნესმა კი, რჩეულ მედიად “საზოგადოებრივი მაუწყებელი” დაასახელა.

ასევე,  რადიო “ჯორჯიან თაიმსმა“, რადიო სექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” დააჯილდოვა. 

ინფორმაციისთვის, ბიზნეს რეიტინგის პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. 

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.