„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის გრან-პრის მფლობელი “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” გახდა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული, ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან-პრის მფლობელი კომპანია “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე გახდა.
საზეიმო ღონისძიება საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“ -ს- კომპლექსში გაიმართა.
გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წლის საუკეთესო ინვესტორი, ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი კომპანია, საუკეთესო დამსაქმებელი, წლის CSR, უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი გამოავლინა. მედიამ – რჩეულ ბიზნესი დაასახელა, ხოლო ბიზნესმა – რჩეული მედია.
ნომინაციაში გამოვლენილი ბიზნესმენები, ზარაფხანას სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდნენ. გრან-პრის მფლობელს კი “ოქროს ბოლნური ჯვარი” გადაეცა.
XXII ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული, ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან-პრის მფლობელი კომპანია “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე გახდა.
ღონისძიებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.