1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქორები გამოეყვნენ ყვავებს”- რომან გოცირიძე “ქართული ოცნებიდან” 3 წევრის წასვლაზე
“ქორები გამოეყვნენ ყვავებს”-  რომან გოცირიძე “ქართული ოცნებიდან” 3 წევრის წასვლაზე

“ქორები გამოეყვნენ ყვავებს”- რომან გოცირიძე “ქართული ოცნებიდან” 3 წევრის წასვლაზე

300
0

ქორები გამოეყვნენ ყვავებს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სამი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას სოციალურ ქსელში.

 

აღნიშნულ დეპუტატებს გოცირიძე „ფარდისამხდელთა ჯგუფს“ უწოდებს.

 

„პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა“,- წერს გოცირიძე.

 

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა. მისი თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.