1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს” – პრემიერი
“მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს” – პრემიერი

“მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს” – პრემიერი

897
0

მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ერთადერთი სწორი და ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას. მას გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილზე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ქვეყანაში ყველამ – მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.