რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადა – ომის დანაშაულია – ჯოზეფ ბორელი
“რუსეთის მიერ მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა – ომის დანაშაულია”, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ეს იქნება ის, რისთვისაც რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს.
“დაუჯერებელია, შეუძლებელია წარმოვიდგინო, რომ უკრაინაში მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული, და დანარჩენ მსოფლიოში ადამიანები შიმშილით იტანჯებიან. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ის, რისთვისაც რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს“, – განაცხადა ბორელმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ „ვერავინ შეძლებს“ წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას და გაერო, საბოლოოდ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებად მიაღწევს.
„ომის შედეგები უფრო საშიში ხდება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ბორელმა.