1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გურამ მაჭარაშვილი – საქართველო-ამერიკას შორის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია, იმედია, ასეც გაგრძელდება
გურამ მაჭარაშვილი – საქართველო-ამერიკას შორის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია, იმედია, ასეც გაგრძელდება

გურამ მაჭარაშვილი – საქართველო-ამერიკას შორის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია, იმედია, ასეც გაგრძელდება

0

ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით დინამიკა დაწყებულია, იმედია, ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სულ მცირე, წელიწადზე მეტია, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისგან საქართველოს მიმართ უსამართლო განცხადებები აღარ ისმის.

„საქართველოსა და ამერიკაში დელეგაციების ვიზიტებიც ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის გადატვირთვის პროცესი დაწყებულია. ჩვენ ყოველთვის ყველასთან პარტნიორულ ურთიერთობაში ვიქნებით, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს. ასე იყო ადრეც, მათ შორის, ამერიკასთან. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი გააფუჭა. იმედია, დაწყებული პროცესი, რასაც ქართულ-ამერიკული პარტნიორობა ჰქვია, გაგრძელდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.