1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მინდა ელჩებს ვუთხრა: დაგაგვიანდათ – კაცი გამოცოცხლდა უკვე და ქართულ პოლიტიკაში ჩაერთო”-ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე
“მინდა ელჩებს ვუთხრა: დაგაგვიანდათ – კაცი გამოცოცხლდა უკვე და ქართულ პოლიტიკაში ჩაერთო”-ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

“მინდა ელჩებს ვუთხრა: დაგაგვიანდათ – კაცი გამოცოცხლდა უკვე და ქართულ პოლიტიკაში ჩაერთო”-ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

2.99K
0

გერმანულმა კლინიკამ თქვა, რომ არც მოწამვლის და არც არაფრის საფუძველი არ უფიქსირდებაო. ამის შემდეგ მინდა ელჩებს შევეხმიანო და ვუთხრა: დაგაგვიანდათ, კაცი გამოცოცხლდა უკვე, ალაპარაკდა ქართულად და ქართულ პოლიტიკაში ჩაერთო, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ სააკაშვილის საკითხზე ელჩების განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„დაადგა გზას ჭეშმარიტი პოლიტიკოსი. ასე რომ, თქვენი ეს განცხადება ცოტა დაგვიანებულია“, – აღნიშნა ზარქუამ.

ამერიკის ყოფილი ელჩების გაფრთხილება საქართველოს მთავრობას – უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სანქციებს არ გამორიცხავენ. ყოფილი ელჩები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებებზე, ქართველი ექსპერტების დასკვნებსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე და არ გამორიცხავენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებს საფრთხე შეექმნას.

გარდა ამისა, მათი შეფასებით, ეს კრიზისი სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას.