1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინა რომ ყოფილიყო ნატოს წევრი, ეს ომი არ მოხდებოდა”-ირაკლი კობახიძე
“უკრაინა რომ ყოფილიყო ნატოს წევრი, ეს ომი არ მოხდებოდა”-ირაკლი კობახიძე

“უკრაინა რომ ყოფილიყო ნატოს წევრი, ეს ომი არ მოხდებოდა”-ირაკლი კობახიძე

565
0

ორი-სამი დღის წინ ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის რეფორმები სჭირდება, რეფორმების კუთხით ჩვენ ბევრად წინ ვართ, ვიდრე უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ნატო-ში გაწევრიანების მსურველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მიზეზი პოლიტიკურია, პოლიტიკური იყო 2008 წელსაც და პოლიტიკურია დღესაც.

„არც MAP-ი მოგვცეს მაშინ და არც არაფერი. სააკაშვილი გამოდიოდა და MAP-ზე უკეთესი მოგვცესო, იტყუებოდა. რაში იყო საქმე? – პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა, რომ MAP-იც კი არ მოგვცეს მაშინაც კი, როცა ქვეყანამ ომი გამოიარა. არ მინდა, სიღრმეში შევიდე, მიზეზებს ბევრი ექსპერტი განმარტავს. მაგალითად, უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, ეს ომი უკრაინაში არ მოხდებოდა და ეს თავისუფლად მოხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთი იყო და ეს ასე მოხდა“, – აღნიშნა კობახიძემ.