1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,სოსო იმედიანადაა წონაშიც მოიმატა”- დავით ლორთქიფანიძე
,,სოსო იმედიანადაა წონაშიც მოიმატა”- დავით ლორთქიფანიძე

,,სოსო იმედიანადაა წონაშიც მოიმატა”- დავით ლორთქიფანიძე

3.78K
0

მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი მკურნალობის კურსს თურქეთის კლინიკაში გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ,,ჯორჯიან აიმსს” მისი მეგობარი და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.

როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, თურქეთში ყოფნის სამი კვირის მანძილზე მსახიობმა ქიმიო თერაპიის მეორე კურსი ჩაიტარა დინამიკა საკმაოდ დადებითია, დაიწყო წონაში მატებაც.

,,კარგი ანალიზებია, ექიმები კმაყოფილები არიან, გამომდინარე იქიდან , რომ სოსოს ღვიძლის სიმსივნე აქვს მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ თუ კი ქიმიის ამ ტიპის კურსი შედეგს ვერ გამოიღებდა ისინი სხვა ტიპის ქიმიას დაუნიშნავდნენ , თუმცა ეს საჭირო არ გახდა, ჩასვლის დღიდან წონაში დაიწყო მატება, ეს ექიმების შეფასებით კარგი მაჩვენებელია. თვითონაც მხნედ და იმედიანადაა”- აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მსახიობი თბილისში დაბრუნდეს და აქ გააგრძელოს მკურნალობა, რადგან თურქეთში ხანგრძლივი დროით დარჩენა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

,, ყველაფერი დიდ  ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ შეიძლება, თბილისში დაბრუნდეს და თურქეთში მხოლოდ კონკრეტული პროცედურებისთვის წავიდეს” – ამბობს ლორთქიფანიძე

მისი თქმით,  საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციისა და მათი თანხმობის შემდეგ მიიღებენ.