30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს შეგიძლიათ ემოციები არ დამალოთ და თამამად თქვათ, რას გრძნობთ ან რა არ მოგწონთ. ამით თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. გირჩევთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი ურთიერთობები გააბათ. სავარაუდოდ, საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.
კურო
არჩევანი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ, შინაგანად გაღელვებთ და ყურადღების კონცენტრირებაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამაზე ფიქრი თავიდან ამოიგდოთ და ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ამ დღეს გარემოებები მუდმივად იცვლება და იმპროვიზაცია მოგიწევთ, თუმცა ხვალ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ტყუპები
გირჩევთ, ახალი იდეა სასწრაფოდ განახორციელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელსაყრელ მომენტს გამოტოვებთ ან, უბრალოდ, დაგავიწყდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, თამამად გარისკოთ და საკითხების მიმართ ჩვეული მიდგომა შეცვალოთ. თუ ამას მოახერხებთ, ეს დღე თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.
კირჩხიბი
ეცადეთ, მუშაობის დროს მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდეს, მთავარია, დროულად შეამჩნიოთ. ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ, რათა მცირე გაუგებრობის გამო ურთიერთდამოკიდებულება არ გააფუჭოთ. მოერიდეთ კრიტიკული შენიშვნებს.
ლომი
ეცადეთ, პოზიტიური და წარმატებული დღისთვის განეწყოთ. თქვენი რჩევა საყვარელ ადამიანებს ან კოლეგებს სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაეხმარება. თუ ვინმემ წვეულებაზე დაგპატიჟათ, აუცილებლად დათანხმდით. სავარაუდოდ, ამ წვეულებაზე შეხვდებით ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია. კოლეგების თანადგომით მიზანს მიაღწევთ.
ქალწული
ნათესავებსა და მეგობრებს დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით და ეცადეთ, რთული საკითხის გადაჭრაში დაეხმაროთ. ამასთან, არც თქვენი უშუალო მოვალეობები დაივიწყოთ. ახლა ცვლილებებისთვის საუკეთესო დრო არ არის, ამიტომ კარგად გამოცდილი მეთოდებით უნდა იმოქმედოთ და ნუ გარისკავთ.
სასწორი
ამ დღეს რაც უფრო რბილად და ტაქტიანად იმოქმედებთ, მით უფრო მეტს მიაღწევთ. ეცადეთ, მეგობრული და თავაზიანი იყოთ და თქვენი პიროვნული ხიბლი გამოიყენოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება, განსაკუთრებით რთული საკითხების გადაჭრისას. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების, შეხვედრების და რომანტიკული პაემნებისთვის.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ, რა მეთოდებს იყენებთ მიზნების მისაღწევად. ზეწოლამ ან ზედმეტად აგრესიულმა ქცევამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. სტრესთან გამკლავებაში სპორტულ დარბაზში ვარჯიში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მოვლენების გულში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საკუთარი იდეები საჯაროდ გააახმოვანოთ. გამორიცხული არ არის, რომ თანამოაზრეები იპოვოთ და ხელსაყრელი გარიგება დაადოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და საღამოსთვის ძალები დაზოგოთ.
თხის რქა
ამ დღეს გარშემომყოფების კრიტიკას უნდა მოერიდოთ და არ გაბრაზდეთ. ეცადეთ, პრობლემები პოზიტიური განწყობით მოაგვაროთ და დაძაბულობა იუმორით განმუხტოთ. გირჩევთ, ახალ პროექტებში ექსპერიმენტები და მუშაობის უჩვეულო მეთოდები გამოიყენოთ.
მერწყული
ამ დღეს ბასრ საგნებთან ან ცეცხლთან მუშაობისას სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის აღმოჩენისას ექიმს მიმართეთ. თუ ამ დღეს ავად გახდით, შეიძლება სამუშაო რეჟიმიდან გარკვეული ხნით ამოვარდეთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ, რადგან მალე გეგმების შეცვლა მოგიწევთ.
თევზები
ამ დღეს პირად საკითხებზე გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ, თორემ შეიძლება საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გაამხილოთ და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გახსოვდეთ, რომ ინფორმაცია მის გამოყენებამდე უნდა გადაამოწმოთ – შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ, პირველ რიგში მთავარი საკითხების მოგვარებაზე უნდა იზრუნოთ.