1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა – ჯოზეფ ბორელი
სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა – ჯოზეფ ბორელი

სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა – ჯოზეფ ბორელი

195
0

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხმა კრემლის ხელისუფლება დაასუსტა, ამიტომ ევროკავშირი უნდა ემზადოს ახალი რისკებისთვის, რომელიც შესაძლოა, რუსეთის არასტაბილურობის გამო შეიქმნას.

„ცხადია, რომ პუტინი ამ კრიზისიდან უფრო დასუსტებული გამოვა. მაგრა სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს შედეგები… პუტინმა დაკარგა ძალის გამოყენებაზე მონოპოლია და უდავოა, არასტაბილური რუსეთი დიდ რისკს წარმოადგენს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ბორელმა განაცხადა, რომ ამბოხის შედეგებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჩნდება. მისი პროგნოზით, პუტინი უახლოეს პერიოდში დაიწყებს ბრძოლას სისტემის შიგნით იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა ლოიალობაშიც ეჭვი ეპარება.

„ერთადერთი პასუხი, რომელიც ჩვენ შესაძლოა, გვქონდეს რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე – ეს არის უკრაინის მხადაჭერის გაგრძელება“, – აღნიშნა ბორელმა.