1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კობა კობალაძემ აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა
კობა კობალაძემ აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა

კობა კობალაძემ აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა

349
0

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში, მდივნის, დენის რიჩარდ მაკდონოფის მოადგილესთან ჯანდაცვის საკითხებში, სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები გააცნო, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად.

„კობა კობალაძემ, ასევე, დეტალურად ისაუბრა, იმ საბრძოლო მოქმედებებზე, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელდა. იმ თავგანწირულ და სამაგალითო ბრძოლებზე, რომლებსაც ქართველი მებრძოლები აწარმოებდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის რეგულარულ ჯარების წინააღმდეგ.

მასპინძლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ვეტერანთა ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამებზე და ამ მიმართულებით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას თავისი გამოცდილება გაუზიარეს და დახმარებას, თანადგომას დაჰპირდნენ.

მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური პირობების გაუმჯობესებას. კობა კობალაძემ სტივენ ლიბერმანი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე დეტალურად გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს დელეგაციის შეხვედრებს, რისთვისაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს საელჩოს მადლობას უხდის.

სტივენ ლიბერმანი 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ვეტერანთა ჯანდაცვის ადმინისტრაციას (VHA). აღნიშნულ პოზიციამდე ის მსახურობდა მდივნის მოადგილის თანაშემწედ ჯანდაცვის საკითხებში, ასევე, ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევდა ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

შეხვედრას, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანების საკითხთა მთავარი ოფიცერი, ჯონ ბოერსტლერი.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.