1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ილიაუნიში გენეტიკური კანიბალები ასწავლიან ჩვენს სიმპათიურ, მომხიბვლელ და გემრიელ ახალგაზრდებს”- დავით ქართველიშვილი
“ილიაუნიში გენეტიკური კანიბალები ასწავლიან ჩვენს სიმპათიურ, მომხიბვლელ და გემრიელ ახალგაზრდებს”- დავით ქართველიშვილი

“ილიაუნიში გენეტიკური კანიბალები ასწავლიან ჩვენს სიმპათიურ, მომხიბვლელ და გემრიელ ახალგაზრდებს”- დავით ქართველიშვილი

543
0

ეს იგივეა, პედოფილიით შეპყრობილი ადამიანი საბავშვო ბაღის გამგედ ან დამრიგებლად მუშაობდეს. ძალიან სახიფათო ტენდენციაა, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ილიაუნის ლექტორის, გიგი თევზაძის განცხადებას: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო.

დავით ქართველიშვილის თქმით, როგორც ჩანს, თევზაძე საკუთარ წინაპრებზე საუბრობს.

„როგორც ჩანს, საკუთარ ნათესავ-წინაპარზე საუბრობს, რაც ძალიან სახიფათო განცხადებაა, ვინაიდან მძიმე გენეტიკური გადახრის მატარებელია. კანიბალიზმით შეპყრობილ ადამიანებს, ჩემი აზრით, უნდა ეკრძალებოდეს ახალგაზრდა პოტენციურ “საკვებთან” ვიწრო წრეში არაკონტროლირებადი ურთიერთობა, ლექციების წაკითხვა, პრაქტიკული მეცადინეობა და ა.შ.

ეს იგივეა, პედოფილიით შეპყრობილი ადამიანი საბავშვო ბაღის გამგედ ან დამრიგებლად მუშაობდეს. ძალიან სახიფათო ტენდენციაა. მე მგონი, განათლების სამინისტრომ უნდა განიხილოს მისი პროფესიული ვარგისიანობის საკითხი, ხოლო პირადად მას ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა – ის შესაძლოა, იმაზე მეტად ავად იყოს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

მე დარწმუნებული ვარ, IRI-მ ან NDI-მ თავის კვლევებში რომ დასვას კითხვა: „გყავდათ თუ არა წინაპრებში კანიბალები?“ – გამოკითხულთა 99,9% ამ კითხვას უარყოფით პასუხს გასცემს. ასე რომ, მე გამიფრთხილებიხართ – ილიაუნიში გენეტიკური კანიბალები ასწავლიან ჩვენს სიმპათიურ, მომხიბვლელ და გემრიელ ახალგაზრდებს!“- წერს დავით ქართველიშვილი.