1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში “-ირაკლი ღარიბაშვილი
“9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში “-ირაკლი ღარიბაშვილი

“9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში “-ირაკლი ღარიბაშვილი

273
0

9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

 

„მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10, 2 ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 

ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს,  წელს უკვე 97,5%-ით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.

 

არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.