1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 5 ოქტომბერს თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება
5 ოქტომბერს თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება

5 ოქტომბერს თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება

214
0

5 ოქტომბერს, 12:00 სააათზე, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ღონისძიება დასაქმების ხელშეყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, ფორუმის მიზანია ახალგაზრდებისთვის სამუშაოს მაძიებლებისა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირების დასაქმების ხელშეწყობა.

„დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1 000-ზე მეტ ვაკანსიას და გაესაუბრონ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც მყისიერი დასაქმების გარანტიაა. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას იღებენ საშუალო და მსხვილი კომპანიები: „მაკ დონალდი“, „ემ გრუპი“, „ანტრე“, „ლეგატო“, „ვენდისი“, „ლუკა პოლარე“, „საბვეი“, „მასპინძელი“, KFC, HB, „ქართული სახლი“, „აჭარა ჯგუფი“, „რედისონი“, „ჰოლიდე ინნ“, „შერატონი“, „მერიოტი“, „ჰილტონი“, „პულმანი“ და სხვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.