1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პარტნიორებმა დაინახეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქების ფულზე დგას”- რატი იონათამიშვილი
“პარტნიორებმა დაინახეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქების ფულზე დგას”- რატი იონათამიშვილი

“პარტნიორებმა დაინახეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქების ფულზე დგას”- რატი იონათამიშვილი

204
0

ბოლო პერიოდში კიდევ მეტად გამოიკვეთა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ომი ოლიგარქების სუბიექტური ინტერესებისთვის. პარტნიორების მთავარი მოწოდება იყო, რომ ცვლილებები არ უნდა დაფუძნებოდა კონკრეტულ პერსონალიებს, არამედ სისტემური სახე ჰქონოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული მოდელი მისადაგებული იქნება ქართულ კანონმდებლობაზე, მაგრამ ძირითადი პრინციპები იგივე დარჩება.

„ფაქტია, რომ უკრაინული მოდელი მოწონებულია ევროპარლამენტარების მიერ და უკრაინას ვალდებულებაში ჩაუწერეს ამ კანონის იმპლემენტაცია. შესაბამისად, სწორებას ვიღებთ უკრაინულ მოდელზე. ბოლო პერიოდში კიდევ მეტად გამოიკვეთა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ომი ოლიგარქების სუბიექტური ინტერესებისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მთავარი მოწოდება იყო, რომ ცვლილებები არ უნდა დაფუძნებოდა კონკრეტულ პერსონალიებს, არამედ სისტემური სახე ჰქონოდა და პრინციპების მიხედვით გვემსჯელა. რადიკალური ოპოზიცია მანიპულირებდა ამ საკითხით, მაგრამ დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას ოლიგარქების ფულზე. უკრაინული მოდელი მოსადაგებული იქნება ქართულ კანონმდებლობაზე, მაგრამ ძირითადი პრინციპები იგივე დარჩება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.