1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადასვლა დაასრულეს
ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადასვლა დაასრულეს

ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადასვლა დაასრულეს

445
0

ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადასვლა დაასრულეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვილნიუსში ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რეგიონისთვის ახალი ერის დასაწყისია.

„ეს ისტორიული დღეა. ეს არის თავისუფლება, თავისუფლება მუქარისა და შანტაჟისგან“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის დრო დასრულდა.

ცნობისთვის, პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირმა 1.2 მილიარდი ევრო გამოყო.