1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 31 მარტის რეფერენდუმის დღე! – ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია
31 მარტის რეფერენდუმის დღე! – ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია

31 მარტის რეფერენდუმის დღე! – ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!-ბეჟან ჯავახია

229
0

“ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა”- წერს სოციალურ ქსელში  პროფესორი ბეჟან ჯავახია.

“ეს დღეები ჩვენი გონება მიმართული იქნება თავისუფლებისათვის ბრძოლის  უახლესი ისტორიისკენ.

ახლოვდება :

31 მარტის რეფერენდუმის დღე!

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე!  84 წლის გახდებოდა!

9 აპრილი -დღე დიადი თავგანწირვისა და გამარჯვებისა, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე!

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირს ჩვენს საზოგადოებას, მისი პოლიტიკური ელიტას, რომელთა ნაწილი  ამ მოძრაობის აქტიორები იყვნენ, მივიდნენ საერთო დასკვნებამდე… 

ისტორიას მამაცი ადამიანები ქმნიან, რომელთაც შეუძლიათ დიადი იდეებისთვის თავგანწირვა… 

თუ ბოლომდე თავდადება არ შეგიძლია,  მარცხდები ამ დიად გზაზე.

ამ ბოლო საუკუნეში თავისუფლებისათვის თავგანწირულ ბრძოლაშ აღესრულა ზვიად გამსახურდია.

ვწუხვარ, რომ ვერ ეგუება  ქართული პოლიტიკური ელიტა, არსებული რეალობას და თავისი სისუსტე უნდა დაუპირისპიროს იმ თავგანწირვას და თავდადებას, რაც შესძლეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ…

დიდება გმირებს!

საქარველო უკვდავია!

მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი მმართველობის დროს ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონში დასვენება, უმნიშვნელოვანესი ფაქტი არის მისი მოღვაწეობის შეფასებაში!”- წერს სოციალურ ქსელში ბეჟან ჯავახია.