1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს”- მალხაზ გულაშვილი
“მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს”- მალხაზ გულაშვილი

“მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს”- მალხაზ გულაშვილი

502
0

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი,  სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მის მიმართ განხორციელებულ დევნას და ორთაჭალის ციხეში გატარებულ პერიოდზე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნულად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი, გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ” (2 კორინთ. 4. 8-9). აი ზუსტად ეს გზა გავიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს, სურათზე ვტოვებ ორთაჭალის ზონას „თავისუფლება“ მანამდე კი; მუქარები სიტყვიერი, იარაღით მუქარები, დაჭერის ბევრი მცდელობა, გატაცება შვილის, პროვოკაციები, დანომრილი აგენტების მოჩენა, უმძიმესი პროვოკაცია ტვ კავკასიაში,საქართველოს დატოვება ახალგორში გადასვლა ფეხით შვილთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჩემზე და ჩემს მცირეწლოვან ვაჟზე, იძულებითი ყოფნა რუსეთში ერთი წელი, 6 თვე აზერბაიჯანში, წითელ ხიდზე ჩაბარება რათა დაიწყოს ჯოჯოხეთის დასასრული, ციხე ერთი წელი და 3 დღე, დიდი გაჭირვება მატერიალური ,ფინანსური, ოჯახზე მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი! რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს, განთავისუფლება”.

 

გულაშვილი იხსენებს მისი მისამართით განხორციელებულ პროვოკაციებს, მუქარებს და მცირეწლოვან შვილთან ერთად პატიმრობას ჯოჯოხეთს უწოდებს.

 

“ჰოლდინგის აღდგენა ინგლისური გაზეთის გამოშვება, რადიოს ყიდვა, ტვ, სადოქტოროს დაცვა! თუმცა ცხოვრება გრძელდება, ვისაც ჩემზე მეტი ჯოჯოხეთი გაგივლიათ, ამ ფაშისტების დროს, ვინც შვილთან ერთად მჯდარხართ ციხეში, ვინც საკუთარი ფეხით იძულებული გარემოებების გამო მისულხართ ციხეში, ყოფილხართ დევნაში, გეპატიჟებით ჯერ გადაცემაში, შემდგომ სუფრაზე მადლობა უფალო ყველაფრისთვის და იმისთვისაც რაც მელოდება,“ – წერს გულაშვილი სოციალურ ქსელში.