27 წლის ბიჭი, რომელიც 8 დღის წინ კასპში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს
456
0
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს.
27 წლის ბექა რევაზიშვილის ძებნაში სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული. ის სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
“6-ში გავიდა პირველი საათისთვის, კინოლოგები ჩაერთნენ. ჭიშკრის შემდეგ მიმართულება არ ვიცოდით. მე თავად ვნახე ჭიშკრიდან რომ გადიოდა, თუმცა არ ვიცოდით საით წავიდა. უკვე საღამოს გვიან მოიყვანეს ძაღლი. ოჯახის მოთხოვნა არის, რომ გავზარდოთ ძებნის არეალი, ” – ამბობდა რამდენიმე დღის წინ დაკარგულის ოჯახის წევრი.