1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

518
0

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, გაიხსენოთ საკუთარი ოცნებები რომლებიც თითქმის დაგავიწყდათ. თუმცა, შესაძლოა, თავად სიტუაციამ შეგახსენოთ. რომელიმე მათგანის განხორციელება კი ნამდვილ ბედნიერებას მოგიტანთ.

კურო

ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ, რომ საკუთარ სიზმრებს უფრო სერიოზულად მოეკიდონ! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორი ფანტასტიკურიც არ უნდა იყოს სიზმარი, გირჩევთ, გაღვიძებისთანავე სიზმრების ახსნის წიგნში ჩაიხედოთ და კითხვებზე პასუხი იპოვოთ. შესაძლოა, სიზმარმა მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ ან წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს!

ტყუპები

ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ ურთიერთობების წყურვილი მოიკლათ! თუ საღამოს გართობას გეგმავთ, ამაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ – დარეკეთ და დარწმუნდით, რომ წვეულებაზე მიწვეულთა სიაში ხართ. რაც მთავარია, მარტომ არ იმოქმედოთ იქ, სადაც შეიძლება მეგობრების გუნდი შეკრათ.

კირჩხიბი

რაღაცის ან ვიღაცის მიმართ შეიძლება საშინელი იმედგაცრუება იგრძნოთ. გამორიცხული არ არის, რომ ეს „ვიღაც“ თავადაც იყოთ. ნებისმიერმა წვრილმანმა უსიამოვნებამ ან მცირე კრიტიკამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემების რადიკალურად გადაჭრას არ ეცადოთ. დაიმახსოვრეთ: თავის ტკივილისგან არა გილიოტინა, არამედ ანალგინი კურნავს.

ლომი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ყოველი წუთით დატკბეთ. ლომი არსად ჩქარობს, სამყაროსთან ჰარმონია აქვს და რეალური ცხოვრებით ცხოვრობს. ასეთი განწყობიდან სასწრაფო საქმეებიც კი ვერ გამოგიყვანთ – სავარაუდოდ, იპოვით საშუალებას, რომ მათი განხორციელება სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, სწორედ წვრილმანები განერვიულებთ, ხოლო დიდ პრობლემებს მედგრად ხვდებით. ასე რომ, ჯობს გლობალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ და სასურველია ეს მარტომ გააკეთოთ.

სასწორები

სასწორს შეუძლია, თავისი პიროვნული თვისებებით ყველა მოხიბლოს! ამისთვის უკეთეს დროს ვერ შეარჩევთ. მერე რა, თუ ფაქტების გაზვიადება გიყვართ? სწორედ ესაა თქვენი ჯადოსნური გასაღები ადამიანების გულებში.

მორიელი

მორიელს ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმის კეთება შეუძლია! მას განსაკუთრებით გამოსდის პროექტები, რომლებიც სახლებს, აგარაკებს და მანქანებს შეეხება. თუმცა ახლა ახალი საქმის დაწყება ცოტა ხნით გადადეთ – ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ბოლომდე მიიყვანოთ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სამაგიეროდ, თქვენს მდიდარ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, ფულთან დაკავშირებული გაუგებრობას თავიდან ვერ აიცილებთ. ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარება არ სცადოთ, რადგან ეს სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.

მერწყული

შესაძლოა, ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტოთ! სავარაუდოდ, ეს გრანდიოზული გეგმები კარიერას, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროებს ეხება, თუმცა, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ. შესაძლოა, ოცნება და რეალობა ერთმანეთში გერევათ.

თევზები

თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ, უნდა შეჩერდეთ და საქმის გაგრძელებაზე უარი თქვათ. ეს დღე არახელსაყრელია რთული პრობლემების გადასაჭრელად და ახალი პროექტების დასაწყებად. თევზებს, უბრალოდ, სწრაფად ცვალებად გარემოში ორიენტირება უჭირთ, მაგრამ სამყაროზე საოცრად ნათელი ხედვა აქვთ.