1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

363
0

ვერძი

თუ მოინდომებთ, საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით. თქვენი წარმატების გასაღები კარგად შედგენილი გეგმაა, რომელიც უმცირეს წვრილმანებსაც ითვალისწინებს. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. სულ ერთია, რაზეა საუბარი – დიეტაზე, შვებულებაზე თუ წვეულებაზე. ნებისმიერი მოქმედების წინასწარ დაგეგმვით წარმატებას მიაღწევთ.

კურო

საყოფაცხოვრებო თემები და შოუბიზნესის ჭორები არ გაინტერესებთ, თუმცა ინტელექტუალი თანამოსაუბრეს პოვნა ადვილი არაა. ასეთი საუბარი კუროსთვის სუფთა ჰაერივითა აუცილებელია, თუმცა სავარაუდოდ, იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა.

ტყუპები

დისკუსიების მოყვარული არ ხართ, მაგრამ ამ დღეს შეიძლება გამონაკლისი დაუშვათ. ამასთან, რაც უფრო მწვავეა დისკუსია, მით უკეთესი! საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობაში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ ამის დემონსტრირებას არ ერიდებით.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საკუთარი აზრების ლაბირინთში დაიკარგოთ. ეცადეთ, ცხოვრება არ გაირთულოთ და უფრო მეტი მეტი იმხიარულოთ. ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავს, დაგეგმეთ მეგობრების შეხვედრა ან კინოში წადით. გაუგზავნეთ სამყაროს პოზიტივი და მისგანაც იმავეს მიიღებთ.

ლომი

ყურადღებით დააკვირდით და მოუსმინეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ. ეს ყველაფერი სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ – ისწავლეთ, უსმინეთ, დაიმახსოვრეთ.

ქალწული

თუ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ეს მხოლოდ ინტელექტით უნდა მოახერხოთ. სულ ერთია, ვინაა თანამოსაუბრე: უფროსი, საყვარელი ადამიანი თუ შემთხვევითი თანამგზავრი, თქვენს გონიერებას ყველა ღირსეულად შეაფასებს.

სასწორები

გადაწყვიტეთ, რომ მოახლოებული დღესასწაულის წინ ოჯახის წევრებთან ერთად სახლის საფუძვლიან დალაგებას და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას შეუდგეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავად ხელმძღვანელობთ. ახლა მთავარია, რომ გეგმა არ გააფართოოთ და დიდი რემონტი არ წამოიწყოთ.

მორიელი

ამ დღეს მთელ ენერგიას ისეთ თემებზე საუბარში დახარჯავთ, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს საიდუმლოები და ა.შ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, რომლებთანაც ამ თემებზე საუბარი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. მთავარია, ღრუბლებში ფრენის დროს ფეხქვეშ მიწა არ დაკარგოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანში ფინანსისტი გაიღვიძებს! თუ ამ დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრს დაუთმობთ, შესანიშნავ გეგმას შეიმუშავებთ, რომელიც ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ურთიერთობებში, ლოგიკას ეყრდნობით და არა გრძნობებს. ახლობელი ადამიანებს გრძნობების შესახებ პირდაპირ ეკითხებით. თავადაც არასოდეს უმალავთ საკუთარ აზრებს და განზრახვებს გარშემომყოფებს. ამ დღეს ასეთი ქცევა საყოველთაო სიყვარულს მოგიტანთ.

მერწყული

ამ დღეს თავს ჭანჭიკად გრძნობთ ვიღაცის მექანიზმში – მთავარია, რომ ამ მექანიზმმა კარგად იმუშაოს და არ დაიჟანგოს. სხვისი ხელმძღვანელობით მუშაობა შესანიშნავად გამოგდით მხოლოდ მაშინ, როიცა ზუსტად იცით რას აკეთებთ, რატომ და რა როლი გაქვთ პროცესში.

თევზები

გხსოვდეთ, რომ ღრმა ურთიერთობებისთვის მხოლოდ სიმპათია საკმარისი არ არის, საერთო თემებისა და ინტერესების პოვნაა საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენთვის საინტერესო პერსონასთან ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოთ