1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი!”- ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძეს
“ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი!”- ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძეს

“ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი!”- ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძეს

184
0

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი! – ასე ეხმაურება ამერიკის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებისადმი სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადებების გამო.

„ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… ხომ იცი ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, – წერს კინზინგერი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მოწოდებას რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, ზელენსკის განცხადებას „ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის გამოგზავნაში“.

„თვითონ სანდუს, თუ არ ვცდები, ჰყავს მოლდოვის მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერებით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, – განაცხადა კობახიძემ.