1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის” – ჯანმო
“კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის” – ჯანმო

“კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის” – ჯანმო

582
0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“ კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ვირუსის მიმდინარე ევოლუცია და ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა აჩვენებს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოა.

 

კომიტეტის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

 

„კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე.

 

„მე შეშფოთებული ვარ, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე. ასევე შეშფოთებული ვარ გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენციის გამო. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით გასულ პარასკევს საგანგებო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც დაასკვნა, რომ ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.