
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ყურადღებით დააკვირდით პარტნიორებს, რომლებსაც სავარაუდოდ, იმაზე მეტად ენდობით, ვიდრე იმსახურებენ. მოვლენების მოულოდნელმა შემობრუნებამ შეიძლება, წამგებიან მდგომარეობაში ჩაგაყენოთ.
კურო
ძალიან კარგი დღეა პარტნიორთან ურთიერთობისთვის. თუ მოგზაურობას აპირებთ, ნუ გადადებთ – დღეს სასურველია აქტიური ოჯახური დასვენება. საღამოს მოსალოდნელია უსიამოვნო ამბები, რომელიც დაღლილობას და გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. წინ აქტიური სამუშაო კვირა გელით. მიმდინარე პრობლემებთან გამკლავება დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.
ტყუპები
სავარაუდოდ, ეს დღე გაგახსენდებათ, როგორც სამომავლო გეგმების ცვლილების დღე. დღის დასაწყისმა შეიძლება სევდა და იმედგაცრუება მოგიტანოთ. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლეები, რომლებიც პარტნიორების ამბიციებსა და არაკეთილსინდისიერებას უკავშირდება. გამორიცხული არ არის კონფლიქტები ნათესავებთან და ბავშვებთან, თუმცა საღამოს სიტუაცია სასიკეთდ შეიცვლება.
კირჩხიბი
შეძენისა და ქონების დაგროვების დღეა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარდერობს – დიდი ხანია, განახლება სჭირდება. კარგი იქნება, თუ მაღაზიებში გაისეირნებთ და რამე ლამაზ სამოსს შეიძენთ. ეს დღე ბავშვებს დაუთმეთ. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა და ყველაფერი საუკეთესო, რაც მასთან ასოცირდებოდა.
ლომი
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და გართობისთვის; სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ფიზიკური დატვირთვა და მეგობრებთან ერთად დასვენება. ქალებს რომანტიკულ შეხვედრა ან მოულოდნელი სიხარული ელით. მამაკაცებმა ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ქალწული
სასიხარულო ამბავი ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მაცდური შეთავაზება გელით. გირჩევთ, ყველაფერი კარგად მოიფიქროთ – ეს საქმე მაქსიმალურ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებში მონაწილეობისგან. სავარაუდოდ, ეს დღე დაგამახსოვრდებათ, როგორც გრძელვადიან გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის დღე.
სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. პირველი ნახევარი განწყობის მკვეთრ და დრამატულ ცვლილებებს უკავშირდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს უსიამოვნო ამბავი, მოტყუება ან ღალატი. შუადღე ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და შემდგომი საქმიანობის მოტივაციას გააძლიერებს.
მორიელი
კარმული ანგარიშსწორების დღეა. თქვენი დაბრკოლებების გადალახვის უნარი, უნიკალური შრომისმოყვარეობა და მონდომება აუცილებლად დაფასდება, მაგრამ შეცდომები და არასწორი გათვლები შეიძლება, ძვირად დაგიჯდეთ. დღის მეორე ნახევარში გადაღლა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმნიშვნელო პრობლემები გელით.
მშვილდოსანი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, გადაუჭრელი პრობლემები ან ძველი საქმეები სასწრაფო მოქმედებას მოითხოვენ. ბედი თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. თამამად იმოქმედეთ, თორემ ვითარება შეიძლება უკიდურესობამდე დაიძაბოს. საქმის წარმატება თქვენს გონივრულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების მოსაწყობად. თქვენი პიროვნული თვისებები და შეუპოვრობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. თქვენი წარმატება დამოკიდებულია მიზნისკენ ნელ და თანმიმდევრულ სვლაზე.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელებისგან. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო სიახლე ან მაცდური შეთავაზება გელით, რომელიც სწრაფ სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ნუ დათანხმდებით, თუ გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ.
თევზები
კრიტიკული დღეა. თქვენს პრინციპებსა და ურთიერთობების სიმტკიცეს მკაცრი გამოცდა ელის. ემოციური დაძაბულობა მაღალია, თუმცა ბევრი თევზი საკუთარი ფასეულობების დაცვასაც შეძლებს და თანამოაზრეების მოზიდვასაც მოახერხებს. ამ დღეს ოჯახური პრობლემები უკანა პლანზე გადაიწევს.