1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

503
0

ვერძი

მთელ დღეს საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაკეტილი გაატარებთ. ასეთ დღეებში ეცადეთ მყუდრო ოთახი, მოხერხებული სავარძელი და საინტერესო წიგნი მოძებნოთ. უკეთესი იქნებ, თუკი გვერდით თქვენთვის სულიერად ახლობელი ადამიანი გეყოლებათ.

კურო

დილიდანვე პრობლემების მოგვარებას შეუდგებით. სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს დიდი პრობლემები იყოს. ამ დღეს ნებისმიერი უმნიშვნელო საკითხი გადაუჭრელ ამოცანად გეჩვენებათ! თუ არ გსურთ მთელი დღე სისულელეებს დაუთმოთ, ეცადეთ, მათ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ.

ტყუპები

ამ დღის შედეგი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რით ხართ გატაცებული. გამორიცხული არ არის, რომ დღემ უსარგებლოდ ჩაიაროს, თუმცა თუ რამე სასარგებლოს გაკეთებას გადაწყვეტთ, შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.

კირჩხიბი

დღეს საკუთარი თავის შეცოდების დღე გაქვთ და სულ ერთია, არსებობს თუ არა ამის მიზეზი. მთელ დღეს ამ განწყობით გაატარებთ, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობაზეც ისახება. რა თქვა უნდა, საკუთარი თავის შეცოდება ზოგჯერ საჭიროა, მაგრამ არა ამ დოზით.

ლომი

დილიდან მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ, რაც დაგროვილი საქმეების და მტკივნეული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. შესანიშნავია, მაგრამ ეცადეთ, სხვა ადამიანების საქმეებში ნაკლებად ჩაერიოთ. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ და თქვენი დახმარება არ სჭირდებათ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე კარგად იმ საქმეს გაუმკლავდებით, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და მოთმინებას მოითხოვს. სამაგიეროდ, დღის ბოლოს ყველა წვრილმანი გაგაღიზიანებთ. მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ დღის ბოლო გააფუჭოს.

სასწორი

ამ დღეს საოცარი სურვილი გაქვთ, რომ გარშემო მყოფებს საკუთარი ღირსება დაანახოთ. რატომღაც, დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ არ დააფასეს, რაც განწყობას გიფუჭებთ. დაფიქრდით, იქნებ მეტისმეტი მოგდით? სინამდვილეში ხომ საქმე არც ისე ცუდადაა!

მორიელი

გირჩევთ, მთელი თავისუფალი დრო სახლში გაატაროთ. უმჯობესი იქნება, თუ განმარტოვდებით ან ყველაზე ახლობელი ადამიანების გვერდით იქნებით. სხვა შემთხვევაში, გაუგებრობა გელით, რაც დიდი ხნით გაგიფუჭებთ ხასიათს.

მშვილდოსანი

თქვენი დაუფიქრებელი საქციელი შეიძლება უკმაყოფილების და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. გირჩევთ, ზედმეტ ლაპარაკს და მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ უადგილო იუმორს მოერიდოთ. და, რა თქმა უნდა, გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანების საიდუმლოება უნდა შეინახოთ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი აზრები უმეტესად ფულისა და ფინანსური კეთილდღეობის ირგვლივ ტრიალებს. ეცადეთ, ნეგატივზე ნაკლები იფიქროთ. მაშინაც კი, თუ ფინანსურ პრობლემებს ებრძვით, გახსოვდეთ, რომ ფული საკმარისი არასოდესაა. ამიტომ ნერვიულობაც არ ღირს.

მერწყული

საკუთარ გეგმებში იმდენად ჩაფლული ხართ, რომ სხვების აზრებს ვერ ამჩნევთ. არადა, ზოგჯერ სხვებისგანაც შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მოისმინო. ეცადეთ, უსარგებლო კამათს მოერიდოთ, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიკეთით და თანაგრძნობით ბოროტად ისარგებლოს. თუ არ გსურთ მოტყუებული დარჩეთ, ეცადეთ, დახმარების თხოვნას ცოტა უფრო კრიტიკულად შეხედოთ.