1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

490
0

ვერძი

თუ არ გსურთ, რომ დღემ ფუჭად ჩაიაროს, ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ – საქმის კეთებაში, ლაპარაკში, ჭამაში, სიყვარულში. სასურველია ნებისმიერ საკითხში ოქროს შუალედი დაიჭიროთ, ხოლო კამათის დროს კომპრომისი მონახოთ. თუ ხისტად იმოქმედებთ, სასურველი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

კურო

მთელ დღეს გარშემომყოფთა დახმარებას დაუთმობთ. მზად ხართ ნებისმიერს დაეხმაროთ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და ამისთვის თხოვნაც არ გჭირდებათ. თქვენი ქველმოქმედების ერთადერთი უარყოფითი შედეგი ისაა, რომ ზოგჯერ თქვენი ზრუნვა შეიძლება ზედმეტად აქტიური იყოს და აკვიატებას დაემსგავსოს.

ტყუპები

გარშემო მყოფებზე მბრძანებლობას ცდილობთ და ისინიც მზად არიან, რომ დაგემორჩილონ. ვარსკვლავების განლაგება თავდაჯერებულობას გმატებთ, რაც საშუალებას მოგცემთ ლიდერის თვისებები გამოავლინოთ. ამის წყალობით საკუთარი იდეის პოპულარიზაცია, რაიმე პროცესის ორგანიზება და საკუთარ სიმართლეში ადამიანების დარწმუნება არ გიჭირთ. შესანიშნავი დღეა კარიერაში წინსვლისთვის.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე ოჯახთან ურთიერთობას დაუთმოთ. შესაძლოა სწორედ ამ დღეს ნათესავებისგან მოულოდნელი დახმარება ან შეთავაზება მიიღოთ. თუ აქამდე გულწრფელი საუბრის დაწყებას ვერ ახერხებდით, ეს დღე საშუალებას მოგცემთ მტკივნეული საკითხები ოჯახურ ატმოსფეროში განიხილოთ.

ლომი

ეს დღე სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ. კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ ვარჯიშისთვის. თავად გადაწყვიტეთ სირბილი გირჩევნიათ, ცურვა თუ ფიტნესი.

ქალწული

ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ფინანსებთან დაკავშირებული საქმეები. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავალი, წარმატებული შენაძენი, ძვირფასი საჩუქარი. მთავარია, ოთხ კედელში არ იჯდეთ.

სასწორი

თქვენში ლიდერის თვისებები გაიღვიძებს. უცებ აღმოაჩენთ, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მათზე პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ. ასეთ შედეგს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ, რადგან ყველგან მხარდაჭერა გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, თამამად იმოქმედოთ.

მორიელი

ნუ მისცემთ ადამიანებს უფლებას, რომ „კისერზე შეგასხდნენ“. შეიძლება თქვენით მანიპულირებაც სცადონ ან გაუთავებელი თხოვნებით დაგღალონ. გირჩევთ, აბეზარი მთხოვნელები თავიდან მოიცილოთ.

მშვილდოსანი

შესანიშნავად გრძნობთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეს დღე კარგი ინტუიციით, კრეატიულობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით დაგაჯილდოებთ. სამაგიეროდ, ლოგიკური დასკვნების გამოტანა დღეს გაგიჭირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენში ფილოსოფოსი გაიღვიძებს. რა გაეწყობა, ზოგჯერ ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა ისეთი საკითხების მიმართ, რომელთა შეცვლაც არ შეგვიძლია. თუნდაც მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდეს, თქვენი სიმშვიდე და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

მერწყული

ამ დღეს ურთიერთობა და ინფორმაცია ჰაერივით გჭირდებათ! რაც უფრო მეტი ადამიანია თქვენ გარშემო, მით უკეთესია და მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მეგობრები არიან, კოლეგები თუ სრულიად უცხო ადამიანები. კომუნიკაბელურობის წყალობით შანსი გაქვთ, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, ახალი ჰობი შეიძინოთ ან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ.

თევზი

ამ დღეს ყველა მზად არის, თქვენს დაკრულზე იცეკვონ. თქვენ კი დარწმუნებული ხართ, რომ ამას არა პირადი სარგებლობისთვის, არამედ საერთო მიზნებისთვის აკეთებთ, მაგალითად, სამსახურის ან ოჯახის საკეთილდღეოდ. ადამიანების დარწმუნების ნიჭი და თქვენი კავშირები შედეგის მიღწევაში მართლაც დაგეხმარებათ.