![15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის](https://gttv.ge/wp-content/uploads/2024/08/astrologiuri-prognozi.jpg)
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:08-ზე, მთვარე სასწორში იქნება 15:47-ზე
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი
არ უნდა აიღოთ სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე – ეს არაფერს მოგცემთ, გარდა დაღლილობისა, ამიტომ სასურველია, ფოკუსირება მოახდინოთ საკუთარი პროფესიული საკითხების მოგვარებაზე.
კურო
მხოლოდ ის, ვინც წინასწარ გეგმავს, შეძლებს დაასრულოს ყველაფერი, რაც ამ დღისთვის არის დაგეგმილი, თორემ რაღაცები საერთოდ არ დასრულდება.
ტყუპი
უენერგიობა, რომელიც შეიძლება დღეს იგრძნოთ, გამოწვეულია ზედმეტი მუშაობით. უნდა გამონახოთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ და დღის განმავლობაში დასაძინებლად.
კირჩხიბი
არ უნდა შეხვდეთ ნათესავებსა და მეგობრებს: მათთან კომუნიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია, თუ ერთად დროის გატარებას რამდენიმე დღით გადადებთ.
ლომი
დღეს შეთანხმების მიღწევა უაღრესად რთული იქნება, როგორიც არ უნდა იყოს საკითხები, საქმიანი თუ პირადი, ამიტომ, თუ შესაძლებელია, ჯობია გადადოთ დისკუსია.
ქალწული
უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეავსოთ თქვენი ენერგეტიკული მარაგი, რომელიც დღეს ნულს უახლოვდება: სხვა გზების არარსებობის შემთხვევაში, საკმარისია იფიქროთ იმ კარგზე, რომელსაც ხდება თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებაში.
სასწორი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არ იჩქაროთ: უნდა აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოთ განაჩენი.
მორიელი
დღეს მთავარია კეთილი ზრახვები: მათი ხელმძღვანელობით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ამოცანის გადალახვა, თუნდაც ყველაზე რთულის.
მშვილდოსანი
უმჯობესია იგნორირება გაუკეთოთ გარშემო მყოფების აგრესიას; წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან კონფლიქტი შესაძლოა სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს არაპროგნოზირებადი დასასრულით.
თხის რქა
მჭევრმეტყველება და დამაჯერებლობა, რომელიც დღეს გექნებათ, საშუალებას მოგცემთ გადმოიბიროთ თქვენს მხარეს ყველაზე დაუღალავი მოწინააღმდეგეებიც კი – ისარგებლეთ მნიშვნელოვანი შანსით დაარწმუნოთ ისინი, რომ მართალი ხართ.
მერწყული
არ უნდა მოუსმინოთ მათ, ვინც დაჟინებით გირჩევთ პრინციპების შეცვლას როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში: თუ მათ დანებდებით, მოგვიანებით ინანებთ თქვენს გადაწყვეტილებას.
თევზები
დღევანდელი მოვლენები შეიძლება გახდეს გარდამტეხი, განსაკუთრებით თუ მოახერხებთ მიმდინარე ცხოვრებისეული პროცესების გაანალიზებას და მათგან სწორი დასკვნების გამოტანას.