15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობითვე, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა მიმოცვლას საქართველოს რეფორმების პროცესებზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
„ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად ეწვევიან საქართველოს. ესტონეთი, ისლანდია, ლიეტუვა, ლატვია მოდიან, როგორც საქართველოს და მისი ევროპული მომავლის უახლოესი და ერთგული მეგობრები. ოფიციალურ პირებთან და საზოგადოებასთან განვიხილავთ შეშფოთებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.