1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” საქართველოზე მთავარი ფოკუსი არის კვლავ რეფორმებზე, რათა დავეხმაროთ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში”- იენს სტოლტენბერგი
” საქართველოზე მთავარი ფოკუსი არის კვლავ რეფორმებზე, რათა დავეხმაროთ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში”- იენს სტოლტენბერგი

” საქართველოზე მთავარი ფოკუსი არის კვლავ რეფორმებზე, რათა დავეხმაროთ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში”- იენს სტოლტენბერგი

265
0

უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა, ახლა ფოკუსი არ არის წევრობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლითაც უპასუხა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის შეკითხვას, რეალურად რას ნიშნავს ღია კარი პრაქტიკაში, ხომ არ მიანიჭებთ სამოქმედო გეგმას ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ალიანსის წევრობა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დაეხმარონ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ამავდროულად, სტოლტენბერგი განმარტავს, რომ ახალ წევრთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მოითხოვს ნატო-ს ყველა წევრის თანხმობას.

„არის სამი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის. ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველო და უკრაინა, ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ეს არის მთავარი ფოკუსი, ახლა ფოკუსი წევრობაზე არაა. საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში.

ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთხმად მხარდაჭერას, ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.