12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ვიზიტი რამდენიმე დღე უნდა გადადოთ. არ არის გამორიცხული, ყველაზე საიმედო ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს უნდა მოერიდოთ. თუ ადრე გაიღვიძებთ, დღეისთვის დაგეგმილი ყველა საქმის დასრულებას მოასწრებთ.
კურო
ამ დღეს სულიერ და ემოციურ ამაღლებას იგრძნობთ, მაგრამ ზომიერების გრძნობა და გონიერება არ უნდა დაკარგოთ. ამჟამად მთელი ყურადღება ოჯახის წევრებზე გაქვთ გადატანილი და ზოგჯერ საკუთარი თავი გავიწყდებათ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირებას, რაც შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ტყუპები
ეცადეთ, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, ამიტომ ხვალამდე უნდა მოითმინოთ. წარმატებით დასრულებული პროექტის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ არ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ძველი, კარგად დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი ნივთი გაჩუქონ. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ბიზნესიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, პირველ მოგებას მიიღებთ. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი შრომაა.
ლომი
ფრთხილად იყავით, რომ თავი არ მოიტყუოთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, თქვენთვის სასარგებლო იქნება. არახელსაყრელი დღეა აქტიურობისთვის, ამიტომ მოდუნდით და დაისვენეთ.
ქალწული
თუ მანქანას მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. თუ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდით, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თქვენი აზრები დღეს მკაფიო და ლოგიკურია, მეტყველება კი დამაჯერებელი, ამიტომ მხარდამჭერების პოვნა არ გაგიჭირდებათ. მიმდინარე საქმე ადვილია, მაგრამ კარგ მოგებას მოგიტანთ.
მორიელი
ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით და ინტრიგებით. პროფესიულ სფეროში საკუთარი ნიჭის სრულად გამოვლენას შეძლებთ, ოღონდ ნუ აჩქარდებით – წარმატებას მხოლოდ მშვიდი და კარგად გააზრებული მოქმედება მოგიტანთ.
მშვილდოსანი
ეს დღე ხელს კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია. გრძნობები მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით, თუმცა ამაზე თქვენი მომავალია დამოკიდებული. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება, ასევე მოსალოდნელია დახმარება საზღვარგარეთიდან.
თხის რქა
ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. მიზნის მიღწევის შემდეგ ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარნენ. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე შრომაა.
მერწყული
ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, სახლში დარჩით და საოჯახო საქმეებით დაკავდით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა მკაცრად დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ ვინც შორეულ სირთულეებზე არ ფიქრობს, ახლო უსიამოვნებები ელის.
თევზები
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი თევზებისთვის. საქმიანი შეხვედრები ან სატელეფონო საუბარი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირებას, რადგან უმნიშვნელო კამათი შეიძლება, დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.