1. Home
  2. სიახლეები
  3. კულტურა
  4. ,,11 წლის ბავშვებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვისმხოლოდ ბოლშევიკები და ფაშისტები იყენებდნენ ”- ყაველაშვილი
,,11 წლის ბავშვებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვისმხოლოდ ბოლშევიკები და ფაშისტები  იყენებდნენ ”- ყაველაშვილი

,,11 წლის ბავშვებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვისმხოლოდ ბოლშევიკები და ფაშისტები იყენებდნენ ”- ყაველაშვილი

127
0

ამ „პროექტის“ მონაწილე ახალგაზრდებიც და პოლიტიკოსებიც, თავს უფლებას აძლევთ, წესებს არღვევთ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მოღალატედ რაცხავთ 83 დეპუტატს და ძალადობას უწყობთ ხელს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ახალგაზრდებში მიზანმიმართულად ხდება აგრესიის წახალისება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს 11 წლის ბავშვს, რაც მისი თქმით, ბოლშევიკური და ფაშისტური მიდგომაა.

„83 დეპუტატი, რომელიც ამ „პროექტის“ მონაწილე მხარემ მოღალატედ შერაცხა, არის საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეული. თქვენ, მხედველობაში მაქვს ამ „პროექტის“ მონაწილე ახალგაზრდებიც და პოლიტიკოსებიც, თავს უფლებას აძლევთ, წესებს არღვევთ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მოღალატედ რაცხავთ ამ ადამიანებს და ძალადობას უწყობთ ხელს. მე რომ ვიყო გულწრფელი ახალგაზრდა და მაჯერებდეს ვინმე, რომ ესა თუ ის პარლამენტარი მოღალატეა და ამ ადამიანებს [დეპუტატებს] ჩვენი ქვეყანა მიჰყავთ რუსეთში, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდება აგრესია და მენდომება, რომ ამ ადამიანებს პასუხი ვაგებინო. თუ მე დავიჯერებ, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები – მოღალატეს საკადრისი პასუხი სჭირდება, ხომ ასეა?! – ესე იგი, როგორი მიზანმიმართული წახალისება ხდება, რომ იყვნენ აგრესიულები?! ის რაც ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა, ახალგაზრდები სწორედ ამის გაგრძელებაა.

როგორი მზაკვრული გეგმაა: ისიც კი გაბედა ლომჯარიამ, რომ 11 წლის ბავშვზე დაიწყო მისი აზრების და პოსტების გამოქვეყნება. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამას მე-20 საუკუნეში მიმართავდა მხოლოდ ორი რეჟიმი – ბოლშევიკური და ფაშისტური, ვინც ასეთი პატარა ასაკის ადამიანებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებდა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.