1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ქართველი კაცი ცალ ფეხზე დგომას არ აპირებს”- დიმიტრი ხუნდაძე
,,ქართველი კაცი ცალ ფეხზე დგომას არ აპირებს”- დიმიტრი ხუნდაძე

,,ქართველი კაცი ცალ ფეხზე დგომას არ აპირებს”- დიმიტრი ხუნდაძე

55
0

იმედს ვიტოვებ, რომ ევროპა დაუბრუნდება თავის ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს და არავის მოახვევს საკუთარ აზრს თავზე. მაგრამ თავად ევროპაა, სამწუხაროდ, შემსრულებელი გარე დაკვეთების და ამაში ჩვენ ერთმანეთს ბოლო დროს დავემსგავსეთ, უბრალოდ, ჩვენ არ ვიღებთ ამ მოცემულობას. ევროპამ კი ეს ვერ შეძლო, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ საქართველოს ევროპის დახმარებაც კი შეუძლია, რომ ღირსეული სიტყვის ხმამაღლა თქმის საშუალება მასაც მიეცეს.

დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანა და ქართველი კაცი ცალ ფეხზე დგომას არ აპირებს და 29-ში (საერთო სახალხო აქციაზე) მყარად იდგება ქვეყნის ერთობის, რწმენის, რელიგიის და ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

„ლგბტ პროპაგანდის შემთხვევაში ოპოზიციაში აირჩიეს გაჩუმდნენ და პასუხი არ გასცენ კითხვებს, ხოლო გამჭვირვალობის კანონზე გადაწყვიტეს, რომ არ წაიკითხავენ – ანუ არ იტყვიან და არ წაიკითხავენ. სურთ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში, დადგნენ ცალ ფეხზე, უარყონ რელიგია, შინაარსში არ შევიდნენ და მხოლოდ გარე დაკვეთებით გაასხვისონ უმთავრესი – ეროვნული ღირსების ტოლფასი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და ის სხვას გაატანონ. საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების ნდობაზე გატანება არ შეიძლება და ეს არცერთმა ერმა არ უნდა იკადროს. ყველა სახელმწიფო, უპირატესად, თავისი ქვეყნის ინტერესიდან გამოდის და ჩვენ რატომ გვკარნახობენ, რომ უნდა ვიყოთ მხოლოდ სხვის ინტერესზე მორგებული, ვიდგეთ ცალ ფეხზე და რასაც გვეუბნებიან ის გავაკეთოთ?

ევროპაში ძალიან ბევრი რამ მომწონს და იმედს ვიტოვებ, რომ ევროპა დაუბრუნდება თავის ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს და არავის მოახვევს საკუთარ აზრს თავზე. მაგრამ თავად ევროპაა, სამწუხაროდ, შემსრულებელი გარე დაკვეთების და ამაში ჩვენ ერთმანეთს ბოლო დროს დავემგვანეთ, უბრალოდ, ჩვენ ამ მოცემულობას არ ვიღებთ. ევროპამ კი ეს ვერ შეძლო. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კიდეც ევროპას ჩვენი ევროკავშირში წევრობით, რომ ღირსეული სიტყვის ხმამაღლა თქმის საშუალება მასაც მიეცეს.

ბოლო პერიოდს თუ დავაკვირდებით, თავად ევროპამ მიიღო ზიანი და თუ ეკონომიკასაც გადავხედავთ და რეალურ ციფრებს მოვიშველიებთ, 2008 წლის შემდეგ ევროკავშირის ეკონომიკა მხოლოდ 10 პროცენტით გაიზარდა – იყო 16,3 ტრილიონი და არის დაახლოებით 17,3 ტრილიონი. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ამავე პერიოდში ორჯერაა გაზრდილი, როცა 2008 წლამდე მცირედით უსწრებდა ევროკავშირის ეკონომიკას. ამიტომაცაა ევროკავშირში და ჩვენთანაც ამერიკის მიმართ „უფროსი ძმის“ დამოკიდებულება.

ევროკავშირში ბევრია მოსაწონი, მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ, არის დასაწუნი საკითხებიც. სამწუხარო პროცესებიც გვახსოვს, მაგალითად, როცა ფაშიზმი ჩამოყალიბდა ევროპაში, ჰოლოკოსტის ავტორებიც ევროპაში იყვნენ. ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, მოსაწონი მოვიწონოთ და დასაწუნი დავიწუნოთ. ჩვენ ვართ ღირსეული, სრულფასოვანი, ძალიან დიდი ისტორიის და დიდი გამოცდილების ქვეყანა. ქუჩაში ცალ ფეხზე დგომას ქართველი კაცი არ აპირებს და 29-ში მყარად იდგება ბევრად მეტი ადამიანი და ღირსება გამოჩნდება იქ, სადაც ქვეყანას სურს ერთობა რწმენით, რელიგიით, ქვეყნის ინტერესებით არსებობა და საკუთარი სუვერენიტეტის იჯარით გაცემას ან გაჩუქებას ერი არ აპირებს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.