1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავს
100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავს

100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავს

240
0

ააიპ „ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართავს.

ხელმომწერი დაწესებულებები მინისტრს 20 ივლისამდე შეხვედრას სთავაზობენ. როგორც წერილშია აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა, ოპერირების გაგრძელება ვეღარ მოახერხონ.

კლინიკების ღია წერილს  GTTV.GE უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო ზურაბ, მოგმართავთ ააიპ „ჯანდაცვის ასოციაციის სახელით“, რომელიც 100-მდე კლინიკას, 23 000-ამდე თანამშრომელს აერთიანებს და 1 000 000 კაპიტაციურ ბენეფიციარს ემსახურება.

როგორც მოგეხსენებათ, ასოციაციაში შემავალი კლინიკები, მეტნაკლებად, საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, რისი გადაჭრაც სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი ასოციაციის მიზანი, სწორედ სახელმწიფოსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარება და სფეროს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანაა. პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენი საქმიანობის საფუძველი და ამოსავალი პრინციპია, რაც ყველას გვაერთიანებს.
 
 ასოციაცია ოქტომბრის თვიდან ცდილობს ითანამშრომლოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთანაც, თუმცა 9 თვის მანძილზე, ჩვენს მიერ დაყენებულ ვერცერთ საკითხზე ვერ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა და წარმოადგენს ტარიფებზე შეთანხმება და ინდექსაცია – თუ რატო, შევეცდებით 11 ივლისს თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხით გამოვეხმაუროთ.

1. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან, მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე აპელირება და DRG სისტემის დანერგვა მოგახსენებთ, რომ კლინიკებს მძიმე ტვირთად გვაწვება 2013 წლის ტარიფებით ფუნქციონირება (ინფლაცია, კომუნალური ტარიფების გაზრდა, სახარჯი მასალის გაძვირება და სხვა – კომუნალური გადასახადების ზრდა – ელ.ენერგია – 85.7%, წყალმომარაგება – 47%, გაზი – 28%; მხოლოდ 2018 წლის შემდეგ ინფლაციის კუმულაციური მაჩვენებლი – 24.5%; 2019 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ლარი გაუფასურდა – 24.6% ), რაც პირველ რიგში, აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. სექტემბრის თვიდან დღემდე, ასოციაცია, სამუშაო შეხვედრების, საჯარო თუ დახურული დისკუსიების მეშვეობით აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაციასთან, ფასების გათანაბრებასთან, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის მნიშვნელობას და ტარიფის ცვლილების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა შეხვედრაზე, იზიარებდა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან გამართული შეხვედრებისას, ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, რომ სამინისტრო, არაუგვიანეს ივნისის თვის, რეანიმაციის სტანდარტების დანერგვას, ხოლო აგვისტოს თვიდან დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვას გეგმავდა, რაც კლინიკებს „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა“. შეთანხმებისამებრ, რეანიმაციის სტანდარტებს უნდა მოყოლოდა ინდექსაცია, რასაც თქვენთან ერთად მისაღებ პროცესად მივიჩნევდით.

 ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო 11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება ტარიფების ინდექსაციის არ განხორციელების და დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების სისტემის დანერგვის ვადებთან დაკავშირებით. მივესალმებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, თუ აღნიშნული სწორი მეთოდოლოგიით და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით განხორციელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით გამართულმა სამუშაო შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვის პროცესამდე, მთელი რიგი ეტაპებია განსახორციელებლი, რაც დიდ ადამიანურ რესურსს და დროს მოითხოვს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემის დანერგვას წლები დასჭირდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით;

2. სამედიცინო მომსახურების ხარისხი და კონტროლი მოგეხსენებათ, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, მაღალკვალიფიციური და მოტივირებულ პერსონალის საქმიანობას, კლინიკების ფინანსური მდგრადობა განაპირობებს, რისი შენარჩუნებაც არარენტაბელური ტარიფების და გაზრდილი ხარჯების პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. თქვენს სამინისტროსთან შეთანხმებით, სწორედ ხარისხის მაჩვენებელ ახალ სტანდარტებზე უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ინდექსაცია, რასაც 11 ივლისის თქვენივე განცხადებით, ანულირება გაუკეთეთ.

3რატომ 520-ე დადგენილება? საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია. 2019 წელს, 520-ე დადგენილებით, განსაზღვრული ტარიფები გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლებს საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს, ამის რესურსი, უბრალოდ აღარ არსებობს. მაგალითისათვის დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლ დღე 440-240ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლ დღის თვითღირებულება დაახლოებით 730ლარია. კიდევ ერთხელ ვიტოვებთ შედეგიანი თანამშრომლობის და ეფექტიანი კერძო-საჯარო პარტნიორობის იმედს და გთავაზობთ შეხვედრას 20 ივლისამდე, წინააღმეგ შემთხვევაში, რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც წარმოშობს ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს. გვჯერა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, როგორც უფლება ნიშნავს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და არა “უფასო” ან დაბალი ხარისხით მომსახურებას. ასევე გვჯერა, რომ ამ პლატფორმაზე ერთიანია ჯანდაცვის ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო და რომ ჩვენი თანამშრომლობით შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება, უკეთესი და ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა“.

ხელმომწერი კლინიკები:

1. ვანის სამედიცინო ქსელი 2. შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო 3. ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 4. ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი 5. ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი; 6. სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი 7. სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 8. ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 9. ხონის ამბულატორიული ცენტრი 10. გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 11. საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 12. სართიჭალის ამბულატორიული ცენტრი 13. კაჭრეთის ამბულატორიული ცენტრი 14. ველისციხის ამბულატორიული ცენტრი 15. იორმუღანლოს ამბულატორიული ცენტრი 16. მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 17. დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 18. ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 19. მარტყოფის ამბულატორიული ცენტრი 20. გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 21. მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 22. მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი 23. ავერსის ცენტრალური საავადმყოფო 24. ავერსის ისნის ფილიალი 25. ავერსის ბ/ხმელნიცკის ფილიალი 26. ავერსის თემქის ფილიალი 27. ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი 28. ბირთვული მედიცინის ცენტრი 29. ავერსის რუსთავის ფილიალი 30. ავერსის თელავის ფილიალი 31. ავერსის მარნეულის ფილიალი 32. ავერსის #2 მარნეულის ფილიალი 33. ავერსის გორის #1 ფილიალი 34. ავერსის გორის #2 ფილიალი 35. ავერსის რუსთავის ფილიალი 36. შპს ნიუ ჰოსპიტალსი 37. სს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 38. ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა 39. კავკასიის მედიცინის ცენტრი 40. კარაპს მედლაინი 41. ი.ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკა 42. თელავის რეფერალური ჰოსპიტალი 43. ხაშურის ჰოსპიტალი 44. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი 45. ახალქალაქის ჰოსპიტალი 46. დასავლეთ საქართველოს მედიცინის ცენტრი 47. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი 48. კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი 49. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო 50. ფოთის ჰოსპიტალი 51. ქობულეთის ჰოსპიტალი 52. მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი ჰოსპიტალი 53. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი 54. შპს „ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა” 55. სს „ჯერარსი“ 56. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო 57. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარი ცენტრი 58. ჟორდანიას კლინიკა 59. ინოვა 60. საბურთალოს პოლიკლინიკა 61. გლდანის პოლიკლინიკა 62. დიდი დიღმის პოლიკლინიკა 63. მთაწმინდის პოლიკლინიკა 64. დიდუბის პოლიკლინიკა 65. ქარელის ჰოსპიტალი 66. ისნის პოლიკლინიკა 67. ვარკეთილის პოლიკლინიკა 68. წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი 69. ტყიბულის ჰოსპიტალი 70. ქუთაისის პოლიკლინიკა 71. ხონის ჰოსპიტალი 72. წყალტუბოს ჰოსპიტალი 73. თერჯოლის ჰოსპიტალი 74. ზუგდიდის პოლიკლინიკა 75. მარტვილის პოლიკლინიკა 76. ფოთის პოლიკლინიკა 77. წალენჯიხის ჰოსპიტალი 78. ჩხოროწყუს ჰოსპიტალი 79. აბაშის ჰოსპიტალი 80. ნინოწმინდის ჰოსპიტალი 81. ადიგენის ჰოსპიტალი 82. ჩაქვის სამედიცინო ცენტრი 83. ბათუმის პოლიკლინიკა 84. ქედას ჰოსპიტალი 85. შუახევის ჰოსპიტალი 86. ხულოს ჰოსპიტალი 87. თელავის პოლიკლინიკა 88. ახმეტის ჰოსპიტალი 89. ყვარლის ჰოსპიტალი 90. შპს „კონსილიუმ მედულა“ 91. შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ 92. შპს „თბილისის გულის ცენტრი“ 93. შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა 94. შპს „ნეოლაბი“ 95. შპს „#5 კლინიკური საავადმყოფო“ 96. შპს „Mმედი 22“ 97. სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“ 98. შპს „თიმი – თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ 99. შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“ 100.შპს საქართველოს უნივერსიტეტი.