“ზოგი დაუკრეფავშიც გადასულა, ისეთს დაგიკომენტარებ, სტატუსი კი არა, თავიც რომ დაგავიწყდეს”-რომან გოიცირიძე
295
0
ბოიკოტზე და ანტიშარლმიშელზე რომ ატყდა ისტერიკა და დრომ რომ გვაჩვენა, ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი, ასე გამოჩნდება ცოტა დროის გასვლის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებული პოზიციებიც, – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
“არა ვარ საქართველოში და ბოლომდე ახლა გავერკვიე რა მსგავსი სახის ისტერია ამტყდარა და თანაც იმ ადამიანებისაგან, ვინც შარლ მიშელს გმობდა, ბოიკოტს უჭირდა მხარს და აჭარის დეპუტატზე სანაგვე ყუთის თავზე დამხობას ზეიმობდა. ზოგი დაუკრეფავშიც გადასულა. ვნახე რაღაც კომენტარები.
ისეთს დაგიკომენტარებ, სტატუსი კი არა, თავიც რომ დაგავიწყდეს.
ვინც სტატუსის წინააღმდეგია და ამას არც მალავს, მცდარ პოზიციაზე მყოფი, მაგრამ წესიერი ადამიანია. ვინც ჩუმ-ჩუმელობს, არის მშიშარა და ორპირი”, – წერს გოცირიძე.