1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა

0

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

„საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, ფარმაცევტული პოლიტიკის სრულყოფასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მიღებას, ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს. ასევე, აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში – ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა და საყოველთაო ჯანდაცვის „მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარეობა.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავების მიმართულებით“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.