1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყველასთვის ნათელია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა”-იაგო ხვიჩია
“ყველასთვის ნათელია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა”-იაგო ხვიჩია

“ყველასთვის ნათელია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა”-იაგო ხვიჩია

165
0

“ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა – თავმჯდომარე ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს?! – აცხადებს გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, ის, რომ სხვა პარტიის წევრებსაც შეეძლოთ ხმის მიცემა, სანდრო რაქვიაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე დადებული ვიდეოდანაც ჩანს, სადაც ის ხმას აძლევს.

“მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“.  არჩევნები რომ გაყალბდა, ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქგვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს. თუ შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ, შემთხვევით, თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია.

ველოდები, „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს. თუ ასეა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს? ჩემი აზრით, ვახო მეგრელიშვილის პროგნოზი ახდება და ჩემი და სანდროსი – არა. მეგრელიშვილმა თქვა, რომ ახლა „ქართული ოცნება“ დაითრევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ მალე მიშას გაუშვებენ. მგონი, ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს. ახლა დაახლოებით „ნაციონალური მოძრაობის“ „ქართულ ოცნებიზაცია“ იწყება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

 ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.  რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.