1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდა
ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდა

ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდა

148
0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. 

არჩევნებში   მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო.

საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.73 პროცენტს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40 პროცენტი, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68 პროცენტი,  ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58 პროცენტი“,- განაცხადა განაცხადა   “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ.

​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.

საარჩევნო პროცესი ბლოკჩეინის პრინციპით, ფარულად მიმდინარეობდა.